ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2610 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს ფასების დეტალური შეთვაზების ფაილი, მის ქსელში არსებულ საბაზრო ფასებთან მიმართებაში ლარში, თანხობრივ ფასდაკლებასთან ერთად, ასევე დეტალური ინფორმაცია ჩიპების, ანუ მათი მონიტორინგის სისტემის შესახებ (ფასდაკლების განხორციელება მოხდება გამყიდველის ავტოგასამართ სადგურზე, საწვავის ჩასხმის დღეს ნაჩვენები ფასის შესაბამისად)

სავალდებულოა მომწოდებელ კომპანიას ქონდეს მომსასახურეობის შემდეგი შემოთავაზებები:

  • საწვავის მოწოდება, საწვავის ავზის ყელზე დამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით ( რომელიც ავტომატურად აღიქვამს კონკრეტული ავტომანქანისათვის დაწესებული საწვავის ლიმიტს).
  • საწვავის მოწოდება, პლასტიკური ბარათით
  • საწვავის მოწოდება,სატალონო სისტემით

ტენდერში უპირატესობა მიენიჭება კომპანიას რომელსაც მომსახურებაში ექნება შემოთავაზებული საწვავის მოწოდების 1-პუნქტი.

ბანკის მხრიდან პასუხისმგებელ პირს უნდა შეეძლოს 24 საათიან რეჟიმში ბანკის ავტოპარკის საწვავის განკარგვა და კონტროლი.

  • ყოველთვიური სავარაუდო საწვავის მოხმარება (ლიტრებში):
    - ბენზინი - 30000 ლ;
    - დიზელი - 23000 ლ.
  • შემოთავაზებული საწვავი არ უნდა შეიცავდეს ეთილს;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება 1 წლიანი, გენერალური ხელშეკრულება;
  • საქონლის შესყიდვა/მომსახურება იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მიაწოდოს ბანკს:
    - ინფორმაცია (Excel-ში) ბანკის ავტოპარკის მიერ გახარჯულ საწვავზე მანქანის სახელმწიფო ნომრების ჭრილში. აღნშნული ფაილი ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოხმარებული საწვავის ტიპს, ბენზინ გასამართი სადგურის მისამართს, მოხმარების თარიღს და დროს, მოხმარებული საწვავის მოცულობას, ერთეულის ფასს და მოხმარებული საწვავის ჯამურ თანხებს.
  • მომწოდებელი ვალდებულია სატენდერო ვებ.გვერდზე მიუთითოს შემოთავაზებული ფასდაკლება ლარში (თანხმობრივად).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ბესო ქიტიაშვილი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4619)
მობ.:(+995) 555 000 778
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge  

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ივნისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=753&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი