ჩაბარების ვადა:

3 ივლისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2616 - ტენდერი ტყიბულის თეს-ის ქვაბების საკვამლე მილის სამღებრო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ტყიბულის თეს-ის Е-35-40-440 ВЦКС ქვაბების საკვამლე მილის სამღებრო სამუშაოების შესყიდვაზე #19/06-SAQN-S/P-17

მომსახურების აღწერა:

  • სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: ტყიბულის თესი, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
  • სამუშაოების ჩამონათვალი:
# სამუშაოს დასახელება შენიშვნა
1 საკვამლე მილის (დიამეტრი 2,2 მ) გარე ზედაპირზე 650 მ ზოლოვანისა (50/2 მმ/მმ) და საიზოლაციო მასალის დასამაგრებელი მეტალის მავთულების (1200 ცალი) დადუღება;  
2 საკვამლე მილის გარეთა ზედაპირის (320 მ2) შეღებვა (ორი ფენა) ყველა კვანძის სამუშაო შესრულებული უნდა იყოს ჩამონათვალის თანმიმდევრობით
3 საკვამლე მილის გარეთა ზედაპირის (330 მ2) დაფარვა საიზოლაციო მასალით ორ ფენად;
4 მოთუთიავებული მეტალის სეგმენტების დამზადება შეპირაპირების ადგილების შესაბამისი მომზადებითა და მონტაჟით (350 მ2);
  • საკვამლე მილი წარმოადგენს 6 მმ სისქის, ფოლადი 3 მეტალის, 2,2 მ. დიამეტრის, 45 მ. სიმაღლის ნაგებობას, რომელსაც გარედან და შიგნით აქვს მეტალის ღეროსაგან გაკეთებული საფეხუროვანი კიბეები;
  • სამუშაო სრულდება დამკვეთის მასალებით;
  • სამუშაოების დაწყების საორიენტაციო თარიღი: 10.07.2017;

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და არსებული სიტუაციის შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, დამკვეთის, სამუშაოსა და კონტრაქტის ღირებულების მითითებით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ჯამური თანხა უნდა შეიცავდეს ყველანაირ ხარჯს, რაც დაჭირდება სამუშაოების შესრულებას.
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საკვალიფიკაციო და სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზურაბ მინდელი. საკონტაქტო ნომერი: 599 50 41 40.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 3 ივლისი, არაუგვიანეს 15:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები