ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2624 - ტენდერი პუბლიკაციების ბეჭდვის უფლების გადაცემაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
ჩვენი საქმიანობს ფარგლებში ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ( იხ. ტექსტი) პუბლიკაციების ბეჭდვის უფლების გადაცემაზე.

GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გეგმავს GIZ მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების (იხ. დანართი 1) ბეჭდური ფორმით გამოცემის და რეალიზაციის უფლება დროებითი უსასყიდლო ლიცენზიით გადასცეს მესამე პირს/პირებს. ორგანიზაციის მიზანია ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს პუბლიკაციების უფრო დიდი ტირაჟით გამოცემას და ფართო გავრცელებას.
ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

  • დანართში მითითებულ რომელ პუბლიკაციებზე (ლოტზე) სურთ ლიცენზიის მიღება (შეგიძლიათ განცხადება წარმოადგინოთ ერთ, ან ორივე პუბლიკაციაზე);
  • ერთი წიგნის გასაყიდი ფასი ეროვნულ ვალუტაში (ლოტების შესაბამისად);
  • ლიცენზიის მოქმედების ვადაში გამოსაცემი ტირაჟის ოდენობა ლოტების მიხედვით
  • შესაბამისი ბეჭდვის გამოცდილება (მსგავსი დაბეჭდილი პუბლიკაციების სია) და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახით აპირებს პუბლიკაციების გავრცელება/გაყიდვას (მაგ. ინფორმაცია წიგნების მაღაზიების შესახებ და ა.შ.);
  • ქაღალდის, ბეჭდვის და აკინძვის ნიმუში (თან დაურთეთ წარმოდგენილ განაცხადს კონვერტში); პირის/ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი (იურიდიული პირის შემთხვევაში დაურთეთ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

ლიცენზიის მიმღები ლიცენზიის მიღებით იკისრებს ვალდებულებას:

  • შეინარჩუნოს ბეჭდვის შეთანხმებული ხარისხი (ხარისხის დეტალური პარამეტრები მოცემულია დანართში);
  • არ შეცვალოს ლიცენზიის გამცემისგან მიღებული ყდის და შიგთავსის მაკეტი მასთან შეუთანხმებლად
  • გამოსცეს პუბლიკაციები შეთანხმებული ტირაჟით;
  • უზრუნველყოს დაბეჭდილი პუბლიკაციების რეალიზაცია;
  • პუბლიკაციის სარეალიზაციო ფასად არ დაადგინოს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ შემოთავაზებაში მითითებულზე მაღალი თანხა;
  • პუბლიკაციის უკანა ყდაზე მიუთითოს მისი გასაყიდი ფასი;
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს შესაბამისი პუბლიკაციის დამფინანსებელი ორგანიზაციის შესახებ;
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა;
  • პუბლიკაციის პირველ გვერდზე მიუთითოს დაბეჭდვის თარიღი და ტირაჟი;
  • პირველ გვერდზე მიუთითოს GIZ-ის ან/და USAID-ის დათქმა პასუხისმგებლობის გამორიცხვასთან დაკავშირებით.
  • პუბლიკაციის უკანა ყდაზე მიუთითოს ISBN, შტრიხ კოდი;
  • ლიცენზიის მიღებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში გამოსცეს ლიცენზიის საფუძველზე დასაბეჭდი რაოდენობის არანაკლებ მესამედი, 10 ცალი ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადასცეს ლიცენზიის გამცემს.

ლიცენზიის გაცემის პირობები:

GIZ ლიცენზიის მიმღებს გადასცემს შესაბამის საბეჭდ ფაილებს.
ლიცენზიის მიმღებს უფლება არ აქვს, გადასცეს ან დაუთმოს მესამე პირს ლიცენზიის საფუძველზე მიღებული უფლებები.
ლიცენზიის მიმღების მიერ ლიცენზიის პირობის დარღვევის შემთხვევაში GIZ უფლებას იტოვებს, გამოითხოვოს ლიცენზია.
GIZ იღებს ვალდებულებას, არ დაბეჭდოს ლიცენზიით გაცემული პუბლიკაცია და არ გასცეს მესამე პირებზე დაბეჭდვისა და გაყიდვის უფლება ლიცენზიის მოქმედების პერიოდში.
GIZ იტოვებს უფლებას, ლიცენზიით გადაცემული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები დატოვოს უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი საკუთარი და სხვა, მისგან უფლებამოსილი, ორგანიზაციების ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით. ამასთან, ლიცენზიის გაცემამდე გამოცემული ეგზემპლარები გაავრცელოს უსასყიდლოდ (თუ ასეთი არსებობს). ლიცენზია გაიცემა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ლიცენზიის მიმღების მიერ ლიცენზიის ვადის განმავლობაში განსაზღვრული ტირაჟის გაზრდის სურვილის შემთხვევაში GIZ განიხილავს შემოთავაზებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მიღებული შემოთავაზებებიდან უპირატესობა მიენიჭება იმ შემოთავაზებას, რომლის მიხედვითაც დადგენილი იქნება ყველაზე დაბალი სარეალიზაციო ფასი მაღალ ხარისხსა და მაღალ ტირაჟთან ერთად. ფასის, ხარისხისა და ტირაჟის მიხედვით შეფასებისას აღნიშულ კრიტერიუმებს მიენიჭება შესაბამისად 60 ქულამდე (ფასი), 30 ქულამდე (ხარისხი და კომპანიის რეპუტაცია) და 10 ქულამდე (ტირაჟი) ქულიანი კოეფიციენტი. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ხარისხი ან ფასი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, GIZ იტოვებს უფლებას, არ გასცეს ლიცენზია.

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ლოტების მიხედვით (ერთ ან რამდენიმე პუბლიკაციაზე) 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0108, გრიბოედოვის ქ. 31, მესამე სართული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
დავით მაისურაძე
ტელ: 598 75 01 27
ელ.ფოსტა: david.maisuradze@giz.de 

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დახურული კონვერტით და მასზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : კონკურსი პუბლიკაციების ბეჭდვის უფლებაზე
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა. გთხოვთ ფასი დააფიქსიროთ ლარში. 

გთხოვთ კონვერტზე აგრეთვე მიუთითოთ მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან კნიპერს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 14.2203.9-004.00 
შემოთავაზებების ჩაბარება მოხდება ზემოხსენებულ მისამართზე.

საორგანიზაციო საკითხებზე კითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
ტელ. ნომერი 995 32 2 201812
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

ტენდერის კატეგორია:

  • 22100000 ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები