ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2634 - ტენდერი ხელსახოცის ქაღალდის, ტუალეტის ქაღალდისა და თხევადი საპნის დისპენსერების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს "ტისუპეიპერ"-ი აცხადებს ტენდერს Z - ტიპის ხელსახოცის ქაღალდის, ტუალეტის ქაღალდისა და თხევადი საპნის დისპენსერების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:
შესასყიდი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ტენდერის პირობები:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • კომერციული წინადადებას თან უნდა ერთვოდეს პროდუქციის ფოტო ნიმუშები.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია კონტრაქტის გაფორმებამდე წარადგინოს პროდუქციის ნიმუშები.
  • მიწოდების პირობა: მიწოდება განხორციელდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე პროდუქცია მიწოდებულ უნდა იქნას არა უგვიანეს 10/07/2017.
  • გადახდის პირობა: გადახდა განხორციელდება პროდუქციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
  • მისაღები ტარიფები:
    - Z - ტიპის ხელსახოცის ქაღალდის დისპენსერი: 5-7 ლარი.
    - ტუალეტის ქაღალდის დისპენსერი: 5-7 ლარი.
    - თხევადი საპნის დისპენსერი: 2-3 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ.
  • პროდუქციის სერთიფიკატები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 5 ივლისი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: s.giorgadze@tissuepaper.ge  

საკონტაქტო პირი:
სოფო გიორგაძე . ტელ: 571100484

ტენდერის კატეგორია:

  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები