ჩაბარების ვადა:

3 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2636 - ტენდერი ბექთაქარი-ბნელი ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ბექთაქარი-ბნელი ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე

ძირითადი სავარაუდო მონაცემები

  • სარეაბილიტაციო გზის სიგრძე - 8 კმ
  • სავალი ნაწილის სიგანე - სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით (გამონაკლის შემთხვევებში არსებული სიტუაციის მიხედვით)
  • საგზაო სამოსის ტიპი - ხრეშის
  • სავარაუდო საანგარიშო სიჩქარე - 40 კმ/სთ;
  • არსებული და ახალი საპროექტო ხელოვნური ნაგებობების შეკეთება/დაპროექტება;
  • ნაპირდამცავი და ფერდის დამცავი საჭიროების შემთხვევაში;
  • წყალარინების სისტემების მოწყობა - (წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები)

ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ მასალებში.

  • პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
  • აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 29.06.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 

ტენდერის მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა)
  • მონაცემები საპროექტო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ( დანართი #1)
  • ინფორმაცია მოთხოვნილი პერსონალის შესახებ ( დანართი #2)
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ (დანართი #3)
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (დანართი #4)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ.მისამართზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 03.07.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები