ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T265 - ტენდერი დალაგება-დასუფთავების სერვისზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 45 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი

საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 21 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ფილიალების დალაგება-დასუფთავების სერვისზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები
  • სააპლიკაციო ფორმა
  • ფილიალების ჩამონათვალი


დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში)


გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ CD დისკზე (შევსებული) ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ფინანსურის კონტროლის ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 26 დეკემბერი 2014 წ. (18:00 საათამდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

სვენ მერგელი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1221)
E-mail: sven.mergell@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ვიტალი ქემალი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577)
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ