Tenders.ge
RMG Gold

ტენდერი სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდის მიზნით გამწმენდი ნაგებობების პროექტირებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდის მიზნით (გამწმენდი ნაგებობების პროექტირებაზე).

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მის საწარმოო მოედნებზე წარმოქმნილი, როგორც საწარმოო ისე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო (საკანალიზაციო) წყლების გაწმენდის მიზნით, კომპანია გეგმავს წარმოების სხვადასხვა უბნებზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობას.
პროექტის მიზანია საწარმოს სხვადასხვა ობიექტებიდან გარემოში ჩაშვებულ წყალზე ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების დაცვა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
  • სამუშაოები ჩატარების ადგილია: დაბა კაზრეთი, კომპანიის საწარმოო ტერიტორია.
  • აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 12.07.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
  • პროექტირების სფეროში გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
  • ანალოგიური პროექტების (როგორც საწარმოო ისე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდა) შესრულების გამოცდილება - არანაკლებ 3 პროექტი;
  • სერთიფიკატები/ლიცენზიები - გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ადგილობრივი მუშახელის დასაქმების უზრუნველყოფა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოგვიდგინოთ:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გამოცდილების და ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება