Tenders.ge
RMG Gold

ტენდერი ზეთებისა და ფილტრების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების ჩაბარების განახლებული ვადაა 2017 წლის 7 აგვისტო.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Gold და RMG Copper აცხადებს ტენდერს ზეთებისა და ფილტრების შესყიდვაზე.

მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

დანართში მითითებული პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 2017 წლის ბოლომდე,დამკვეთსა და მომწოდებელს შორის შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.

პროდუქციის მიწოდების ადგილი: ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

  • პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
  • აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 26.07.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 

მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • თითოეული პროდუქციის ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა- 26.07.2017
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 07.08.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
სატენდერო დოკუმენტაცია