ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2017, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2705 - ტენდერი დოკუმენტბრუნვის პროგრამისა და მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: დოკუმენტბრუნვისა პროგრამისა და მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე კომპანიის მასშტაბით 13/07-GIG-S/DMPS-17

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1: დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვა საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე;
  • ლოტი N2: მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შესყიდვა საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე;
  • ლოტი N3: ერთიანი პროგრამის შესყიდვა. (შესყიდვები და დოკუმენტბრუნვა გაერთიანებული) საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე.

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • განიხილება როგორც მზა პროგრამის დანერგვის ისე ახალი პროგრამის დაწერის ალტერნატივა;
  • აუცილებელი პირობა: პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ტექნიკური მხარდაჭერის (Support) შესაძლებლობა;

პროგრამების მიმართ ზოგადი და დეტალური ფუნქციონალური მოთხოვნები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • მსგავსი პროექტების (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა) განხორციელების გამოცდილება:
    - წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა დამკვეთისა და პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ლოტების მიხედვით შემდეგი პუნქტებით:
    - პროგრამის შექმნისა და დანერგვის ფასი;
    - ლიცენზირების მოდელი და შესაბამისი ფასის მატრიცა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - თანამშრომლების ტრენინგი პროგრამის მოხმარებაზე (დასატრენინგებელი თანამშრომლების რაოდენობა განისაზღვრება ერთობლივად);
    - ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
  • საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge .
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართებზე: to t_khuchua@gig.ge ; cc: v_maisuradze@giec.ge 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ტექნიკური ხასიათის კითხვების დასმა შესაძლებელია არაუგვიანეს 2017 წლის 21.07.2017, 18:00 საათი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 28.07.2017, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები