ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2720 - ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ქ.ბათუმში მდებარე ავტოგასამართი სადგურის ბრენდირების ტენდერს.
ავტოგასამართი სადგური მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ 20 ა ს/კ 05.25.06.056

სატენდერო მოთხოვნის პირობები:

  • აგს-ის მთავარი ქუდზე და დიზელის საწვავის მერიგებლების ქუდზე (უფრო მცირე) უნდა გადაიჭიმოს მილკვადრატზე გადაჭიმული ბანერი წითელი და შავი ფრაგმენტებით.“ფრეგო“ -ს ლოგოთი და ქართულ- ინგლისური ასოებით. რენდერ N1-ში მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • აგს-ის ეგრეთ წოდებულ მთავარ ქუდზე, მხოლოდ წინა მხარეს (იხილეთ რენდერი N1) უნდა დამონტაჟდეს "ფრეგო"-ს ლოგო (D 80 სმ) და მოცუობითი ასოები (50 სმ.) ორმაგი დიოდური ნათებით პვხ-ს წითელი ბორტებით.(ქართული და ინგლისური ასოებით.)
  • აგს-ის დიზელის საწვავის მარიგებლების ქუდზეც უნდა გადაიიჭიმოს ბანერი, რენდერ N1-ში მოცემული „ფრეგო“-ს წარწერით და ლოგოებით.
  • „ოფისი“-ს ფასადზე უნდა დამაგრდეს ოფისის წარწერა ქართულ ენაზე 30სმ. მასალა: თეთრი ორგმინა “პვხ”-ს წითელი ბორტით, წითელი კონტრაჟურის ნათებით. როგორც რენდერ N1-სა და N3-შია მოცემული.
  • აგს-ის ოფისის ფასადზე უნდა გადაიჭიმეოს ბანერი რენდერ N1 და რენდერ N3 მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • სტელა ( ელექტრო ფასმაჩვენებელი ორმხრივი, 5 პროდუქტზე) უნდა დამონტაჟდეს რენდერ N4-ში მოცემული ზომებით და მასალებით.
  • მარიგებელი სვეტები უნდა შეიფუთოს თეთრი ორაკალის მასალით. სვეტებზე შეფუთვის არ ქონის შემთხვევაში ორივე მხრიდან უნდა გადაეკრას ორაკალის მასალისგან ამოსერილი ფრეგოს ლოგო და წარწერა.
    - შრიფტი გამოიყენება BPG Banner QuadroSquare Caps

გთხოვთ შემოგვთავაზოთ ავტოგასამართი სადგურის ბრენდირების განფასება, კომპანია ფრეგო-ს მიერ მოწოდებული „განფასების ფორმის“ მიხედვით (დანართი N1) 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 26 ივლისი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge 

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე. ტელ: 574 900 440

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები