ჩაბარების ვადა:

3 აგვისტო 2017, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2734 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლისა და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლისა და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე 21/07-NEO-P/UNI-17.

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - ზამთრის სამსახურეობრივი სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა თანდართული ესკიზებისა და სპეციფიკაციის მიხედვით;
  • ლოტი N2 - ზამთრის სამსახურეობრივი სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ესკიზები;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • შპს ნეოგაზის ლოგო;

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართების სახით თითოეული ლოტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    1. წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 11 კმ.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები;
    1. შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
    2. ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 3 აგვისტოს 12:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები