ჩაბარების ვადა:

3 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2743 - ტენდერი შესაფუთი პოლიეთილენის ნარჩენების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს.“მინა“-ს სისტემატურად უგროვდება გარკვეული რაოდენობის შესაფუთი პოლიეთილენის ნარჩენები, რისი გაყიდვაც დაგეგმილი აქვს ტენდერის ჩატარების გზით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერის ვადები: 25.07.2017– 03.08.2017

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში : მცხეთის რაიონი სოფ.ქსანი.

კონვერტზე აუცილებლად მიუთითეთ ტენდერის დასახელება.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა
  • საბანკო რეკვიზიტები
  • შესყიდვის ფასი - 1 კგ მეორადი პოლიეთილენის, დ.ღ.გ-ს გარეშე.

თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა);

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება!

ტენდერი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეირჩევა კონკურენტული რამოდენიმე წინადადება, მეორე ეტაპზე მოხდება მათთან შევაჭრება, მესამე ეტაპზე კომისიის დასკვნა გადაიგზავნება სათაო ოფისში და დასუტურის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება;

განიხილება მხოლოდ 3 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ: aalaverdashvili@mina.com.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი