ჩაბარების ვადა:

9 აგვისტო 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2745 - ტენდერი ქართული თაფლის პროდუქტების ბრენდირებაზე ევროკავშირის ბაზრისთვის

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 09.08.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ ფინანსური შემოთავაზება დააფიქსიროთ ეროვნულ ვალუტაში ( ლარში)

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : Branding of Georgian Honey Products for the EU Market ქართული თაფლის პროდუქტების ბრენდირება ევროკავშირის ბაზრისთვის
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ნომერი 83263637

და დანომრეთ კონვერტები

(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 11.08.2017 -სთვის. 

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები