ჩაბარების ვადა:

10 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2746 - ტენდერი ელ.პერსონალის საკვალიფიკაციო სწავლებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს“მინა“ დაგეგმილი აქვს ელ.პერსონალის საკვალიფიკაციო სწავლება ტენდერის ჩატარების გზით.

მოთხოვნები :
სწავლების თემები:

  • ტექნიკური ექსპლოატაციის წესები
  • ელექტრო უსაფრთხოების წესები.
  • ხანძარ-უსაფრთხოების წესები
  • რეანიმაციის ილეთები.

სწავლების შემდეგ უნდა ჩატარდეს ტესტირება;

კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა დაემატოს მოთხოვნა, რომელიც ეცნობება პრეტენდენტებს წერილობითი ფორმით.

სწავლებაზე დამსწრე პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 40 ადამიანი; 
განყოფილებები: ელექტრო უბანი, ავტომატიკის უბანი და საკომპრესორო საამქრო.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 10 აგვისტომდე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საკონტაქტო პირის მონაცემები ( სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • საბანკო რეკვიზიტები
  • საქმიანობის მოკლე ისტორია.
  • მომსახურების ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

განიხილება მხოლოდ 10 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე : aalaverdashvili@mina.com.ge 
სწავლებასთან დაკავშირებულ ინფორამციაზე მოგვწერეთ: mzubashvili@mina.com.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები