ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T281 - ტენდერი ეტიკეტის დიზაინის დამზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 30 იანვრამდე. სატენდერო წინადადება დამატებით გახანგრძლივდა 10 თებერვლამდე.
ტენდერის აღწერილობა:

შპს “Georgian water & Company” აცხადებს ტენდერს ეტიკეტის დიზაინის დამზადებაზე.

შესყიდვის ობიექტი: მინერალური წყალი “ფლატე”-ს პროდუქციის, პეტ ბოთლის ეტიკეტისა და მინის ბოთლის ეტიკეტის დამზადება.

პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტი: 1 ლიტრიანი პეტ ბოთლი, 0.5 ლიტრიანი მინის ბოთლი. ძირითადი დიზაინის შერჩევის შემდეგ საჭირო გახდება დამტკიცებული დიზაინის კორექტირება 0.5 – 1.5 ლიტრიან პეტ-ბოთლზე და 0.33 ლიტრიან მინის ბოთლზე.

პეტ ბოთლისთვის გათვალისწინებული დიზაინი უნდა დამზადდეს OPP-ის მასალაზე, ხოლო შუშის ბოთლისთვის გათვალისწინებული დიზაინი ქაღალდის ეტიკეტზე.

პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს:

  • პეტ ბოთლისთვის 1 ეტიკეტი - ბოთლის ირგვლივ (მოწოდებული ბოთლის ნიმუშების ზომისა და ფერის გათვალისწინებით)
  • მინის ბოთლისთვის 3 ეტიკეტი - წინა ეტიკეტი (მუცელზე), უკან ზურგზე (კონტრეტკეტი) და ბოთლის ზედა მხარეს მედალიონი (საყელო) მოწოდებული ბოთლის ნიმუშების ზომების გათვალისწინებით


ეტიკეტზე დასატანი ტექსტი მოწოდებული იქნება დამკვეთის მიერ.

დამზადებული ეტიკეტის დიზაინი (ნიმუში) უნდა იყოს დახვეწილი და მაღალი ხარისხის.

წარმოდგენილი ეტიკეტის ნიმუშების განხილვა განხორციელდება 10 დღის ვადაში, რომელსაც შეაფასებს კომპანიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი.

წარმოდგენილი ნიმუშებიდან შეირჩევა მხოლოდ 1 პრეტენდენტის ნამუშევარი. წარმოდგენილი დიზაინის გამარჯვების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია ბოლომდე მოახდინოს დიზაინის ტექსტისა და ფერთა კორექტირება დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე.

მოწონებული დიზაინის შესყიდვა განხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რაზეც ანაზღაურება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში.

საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

ტენდერის ჩატარების პირობები:

ბოთლის ნიმუშების, ტექსტობრივი მასალებისა და სხვა ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ 2015 წლის 05 იანვრიდან დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:

ლევან ღურბელეიშვილი
ტელ: 595-91-08-11
E-mail:phlate2@yahoo.com

ნიმუშების წარმოდგენის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ ნიმუშები 2015 წლის 25 იანვრიდან - 10 თებერვლამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #141ა, მე-3 სართული.

წარმოდგენილი დიზაინის ორივე ვარიანტი დატანილი უნდა იყოს ქაღალდის ეტიკეტზე. ეტიკეტი უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში პრეტენდენტის დასახელების, მისამართისა და საკონტაქტო ნომრის მითითებით.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ