ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2865 - ტენდერი თანამშრომლებისა და შვილობილი კომპანიების თანამშრომლების ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი მოიცავს დედაქალაქის გარდა საქართველოს მთლიან ტერიტორიას. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს მილიონზე მეტ აბონენტს, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელს შეადგენს. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (ასევე მისი შვილობილი კომპანიები) აცხადებს ტენდერს 5000 – 5500 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2018- 31/12/2018 (განიხილება 1+1 წლიანი მომსახურების ვადაც).

სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:

  • სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი, რომლის კაბინეტიც განთავსდება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
  • სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
  • ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული და საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება არ უნდა იქნას ჩართული გამონაკლისების სიაში (დაზღვეულები არ უნდა გადამისამართდნენ საყოველთაო დაზღვევაში);
  • ორმაგი დაზღვევის, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების შემთხვევაში ანაზღაურების პროცესი არ უნდა შეეხოს დაზღვეულს (საკითხი უნდა გადაწყდეს სადაზღვევო კომპანიებს შორის);
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
  • სადაზღვევო პაკეტის ზედა პოლისების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს ყველა თანამშრომელს  სტრუქტურისა და იერარქიის მიუხედავად.
  • სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი (სასურველია ელექტრონული) სისტემა;
  • კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა.
  • თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის  პოლისები და პირობები.

შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
  2. შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
  3. ანგარიშსწორების პირობები;
  4. თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
  5. ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
  6. კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
  7. გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 18 სექტემბერი.

ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:

ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 00 46
ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები