ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2869 - ტენდერი მაღლივი კორპუსის ბლოკით შენებასა და ლესვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რეზორტ დეველოპმენტ სოლუშენ“ აცხადებს ტენდერს მაღლივი (19 სართული) კორპუსის ბლოკით შენებასა და ლესვაზე (ბლოკის მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ).

სამუშაოს აღწერილობა:

 შენობის გარე და ბინების გამყოფი კედლების მოწყობა 20*20*40 სმ ზომის სამშენებლო პემზა ბლოკებით. ბინებში შიგა ტიხრების მოწყობა 10*20*40 სმ ზომის სამშენებლო პემზა ბლოკებით. ყოველი სამი რიგის შემდეგ არმირების მოწყობა D8მმ არმატურით. დერეფნის გამყოფ კედლებში წყვეტისას, საკანალიზაციო შახტების ადგილას, ბლოკების ჩასმა ვერტიკალურად მოწყობილ 30*30*3 მმ ზომის ლითონის კუთხოვანაში. კუთხოვანები ერთმანეთში შეკრულია ლითონის ზოლოვანით 30*3მმ. ლესვითი სამუშაოები შენობაში ტარდება მხოლოდ სანკვანძების შიგა მხრიდან. ფასადის ლესვა ხდება აივნის შუბლებისა და აივნის ჭერების გარეშე.

სამშენებლო ობიექტის მდებარეობაა დაბა ჩაქვი.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაში კომპანიებმა უნდა შეიყვანოს სამუშაოს ღირებულება (გადასახადების ჩათვლით) ბლოკის გარეშე. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

სამუშაოს მოცულობა და ნახაზები იხილეთ თანდართულ ფაილში

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მისამართზე ltd.rds@gmail.com 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 სექტემბერი.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები