ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2900 - ტენდერი თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

  • პროფილი: თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება.
  • პერიოდი: 1 წელი

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ (კლინიკამ) უნდა წარმოადგინოს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრ(ებ)ი (დიპლომირებული ექიმი, შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ით და/ან ლიცენზი(ებ)ით), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია, გამოკვლეული პირის ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისობის შესახებ, კომპანიის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან.
  • ჰაიდელბერგცემენტში წარსადგენი ყველა საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტი (ფორმა #100/ა, სპეციალური კითხვარი მუშაკის სამუშაო დატვირთვაზე, სერთიფიკატი სამუშაო დატვირთვის შესაბამისობაზე) სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული და წარდგენილი მკაცრად განსაზღვრულ ვადებში.
  • გამოსაკვლევი პირებისთვის უნდა მოხდეს გრაფიკის კარგად ორგანიზება (რიგისა და მოცდის დროის მინიმუმამდე დაყვანით)
  • კლინიკას უნდა შეეძლოს გამოყოს ერთი კონკრეტული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰაიდელბერგცემენტთან კომუნიკაციასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
  • სასურველია ტენდერში მონაწილე კლინიკას ჰქონდეს რეგიონული ქსელი (კასპი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი). ქსელის არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ორგანიზებული სქემა რეგიონებში მომსახურების.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • ტენდერი გახსნილად ითვლება განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
  • ტენდერი გრძელდება 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ტენდერი დასრულების შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
  • მონაწილე განაცხადს ათავსებს დახურულ კონვერტში, ლუქავს და წარადგენს შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, კანცელარიაში. მისამართზე ალ.ყაზბეგის 21.
  • მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს აგრეთვე საკუთარი კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აგრეთვე უნდა წარმოადგინონ იურიდიული და ფაქტიური მისამართები, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.
  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 სექტემბერი.
  • ტენდერის შედეგების შესახებ, ეცნობებათ მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიებს, რის შედეგაც მოწვეული იქნებიან შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, ხელშეკრულების გასაფორმებლად. 

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 (558) 802 626 თამარ გილაშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები