ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2905 - ტენდერი ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის, სავიზო მომსახურებასა და სატრანსპორტო საშუალების ბილეთების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის, სავიზო მომსახურებასა და სატრანსპორტო საშუალების ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 

  • 10/12 (მოთხოვნის შესაბამისად) კაცის სავიზო მომსახურება (არაუგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა); 
  • 10/12 (მოთხოვნის შესაბამისად) კაციანი სამუშაო ჯგუფის ტრანსპორტირება საქართველოდან ირლანდიაში და პირიქით (2017 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი 7 დღე);
  • ირლანდიაში სამუშაო ვიზიტის დანიშნულების ადგილი არის ვესტ კორკი (4 დღე) და დუბლინი (3 დღე), შესაბამისად უზრუნველყოს ამ მიმართულებებით საუკეთესო მარშრუტის პირობების შემოთავაზება შიდა ტრანსპორტირების ჩათვლით (შესაძლებელია მატარებლით შიდა გადაადგილების გათვალისწინებაც);
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ევროკავშირის აკრძალვები სატრანსპორტი საშუალებებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო გადაადგილების მინიმალური ხანგრძლივობა;
  • მგზავრობისას უზრუნველყოს მინიმალური რაოდენობის გადაჯდომა; 
  • უზრუნველყოს სამოგზაურო და ბარგის დაზღვევა;
  • ფრენის/შიდა ტრანსპორტირების დაგვიანების, გადადების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს მგზავრების დანიშნულების ადგილზე დროული ტრანსპორტირება ალტერნატიული გზებით;

შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს ირლანდიის ვიზის მოსაპოვებლად საჭირო ყველა მოთხოვნა (დაზღვევის პირობები და ა.შ.)

ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები (კომპანიის სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი, მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
  • დეტალური მარშუტი (დაანგარიშებული 1 პიროვნებაზე და ჯამური ღირებულება);
  • სავიზო მომსახურების ღირებულება (დაანგარიშებული 1 პიროვნებაზე და ჯამური ღირებულება).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 29 სექტემბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ email-ზე: L.bokuchava@gipa.ge ; E.molashkhia@gipa.ge .

საკონტაქტო პირები: 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა, 577 10 11 07 ეკა მოლაშხია. 

შენიშვნა: ზემოაღნიშნული დოკუმენტების (ყველა დოკუმენტი) წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება. 

  • პრეტენდენტის მიერ მომსახურების ღირებეულება მოცემული უნდა იყოს დ.ღ.გ. გარეშე;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ოპტიმალურ ვარიანტს.
  • მომსახურების საერთო ღირებულება შეიძლება შემცირდეს პერსონათა (12 პიროვნება) რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოეიბს შემთხვევაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
  • 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები