ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2015, 17:30

სტატუსი:

დასრულებული

T300 - ტენდერი რიგების მართვის სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბანკი ქართუ აცხადებს ტენდერს რიგების მართვის სისტემის შესყიდვაზე

რიგების მართვის (რეგულირების) სისტემა გათვლილი უნდა იყოს 22 ოპერატორზე, ბანკის 2 სერვისცენტრში, რიგების რეგულირების სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლები:

  • 1. ბილეთის საბეჭდ ტერმინალს უნდა ჰქონდეს 10-17 დიუმიანი LCD სენსორული ეკრანი, ტერმინალში ჩაშენებული უნდა იყოს ბილეთის საბეჭდი თერმული პრინტერი (ავტომატური ჭრის სისტემით) და კონტროლერი, რომლიც მართავს რიგის სისტემას. სისტემის მართვა და კონფიგურირება უნდა ხდებოდეს ლოკალურად, კონტროლერის საშუალებით. მონტაჟის ფორმა: იატაკზე სადგამი
  • 2. ოპერატორის დისპლეი, კომპაქტური, წითელი, მწვანე ან (სასურველია) ლურჯი ნათებით
  • 3. ვიზიტორთა გამოსაძახებელ პროგრამულ პულტს უნდა ჰქონდეს შემდეგი მინიმალური ფუნქციები: მომხმარებლის გამოძახება, განმეორებით გამოძახება, გადამისამართება სხვა ოპერატორთან ან სხვა რიგში, ბილეთის ნომრის შეყვანით მომხმარებლის გამოძახება, მომხმარებლის გამოძახების გარკვეული დროით დაყოვნება. პროგრამული პულტი უნდა მუშაობდეს Microsoft Terminal Server - ზე შესული მომხმარებლის გარემოში. მომხმარებლების მართვა (User Managment) უნდა ინტეგრირდებოდეს ბანკის Active Directory-სთან
  • 4. ხმის გამაძლიერებელის გონგის ხმის მართვა და კონფიგურირება უნდა ხდებოდეს ტერმინალიდან
  • 5. მინიმუმ 40 დიუმიანი LCD ცენტრალურ მონიტორზე შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად აისახოს რიგის ინფორმაცია და სხვა ვიდეო ინფორმაცია, მორბენალი სტრიქონი, დრო და თარიღი
  • 6. სისტემის შემადგენელ თითოეულ კომპონენტზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გარანტია
  • 7. სისტემის პროგრამულ ნაწილს უნდა შეეძლოს ისეთი მინიმალური სტატისტიკური მონაცემების გენერირება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა:ფილიალების, ცვლების, ოპერატორების, ოპერაციების, თარიღების, შესრულებული ოპერაციების ხანრგძლივობისა და ა.შ. ჭრილში. შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემების ცენტრალურად მიღება–მართვა
  • 8. აპარატურის მონტაჟი მოიცავს: მონტაჟის ადგილზე კედლების გაბურღვას და ხვრელების მოწყობას, მონტაჟის შედეგად დარჩენილი ხვრელების და ღიობების ამოვსებას ასევე , დაზიანებული კედლის ზედაპირების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას (ამოლესვა, შეღებვა). პრეტენდენტი უფლებამოსილია გაეცნოს და დაათვალიეროს აპარატურის განთავსების ადგილი
  • 9. ტენდერში უნდა მიეთითოს პროგრამის და აპარატურის მხარდაჭერის პირობები
  • 10. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სათადარიგო და სახარჯი მასალების ფასები, მათ შორის თერმული ქაღალდის და აიღოს ვალდებულება ფასების უცვლელობის შესახებ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში
  • 11. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგიონოს 1000 ცალი თერმული ქაღალდის რულონის ღირებულება, ცალკე გამოყოფილი ფასებით


ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადებაში (წინადადებებში) უნდა მიუთითოს (წარადგინოს ნაბეჭდი სახით) შემდეგი:

  • აპარატურის სპეციფიკაციები და ფასები დღგ-ს ჩათვლით (ვალუტის მითითებით)
  • გარანტიის პირობები
  • მოწოდების ვადები
  • ანგარიშსწორების პირობები
  • Manufacturer's Authorization Form


მომსახურების და საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები


იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
  • ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია


კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ღირებულება
  • კომპანიის რეპუტაცია და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
  • ხარისხი
  • საგარანტიო, მოწოდების და გადახდის პირობები
ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
  • მიმღების დასახელება (სს „ბანკი ქართუ“-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი)
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტში მიღება განხორციელდება 2015 წლის 23 იანვრის 17:30 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.39ა

საკონტაქტო პირები:

დავით ოდიშარია - 595581210, გიორგი შონია - 591196674
სს „ბანკი ქართუ“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

მის.: ჭავჭავაძის გამზ. 39ა, თბილისი 0162, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2925592
www.cartubank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ