ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3024 - ტენდერი დიზელი 0.1%-ს (სითხის სახით, L-62) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, ვარციხე ჰესი) აცხადებს კონკურსს 2017 წლის ნოემბერ, დეკემბერსა და 2018 მაისის ჩათვლით დიზელი 0.1%-ს (სითხის სახით, L-62) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში.

  • რაოდენობა: 280 000 -300 000 ლ თვეში, (80 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 200 000 - 220 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში)
  • შესყიდვის ობიექტი - წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საწვავის (დიზელი L-62) მიწოდება ეტაპობრივად - 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისისს ჩათვლით.
  • გატანის წესი - დიზელის საწვავის მიწოდება სითხის სახით უნდა უზრუნველყოს მომწოდებელმა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით.
  • შესასყიდი დიზელის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 1 800 000 (მილიონ რვაასი ათას) ლიტრს. (ყოველთვიურად 300 000 ლიტრი).
  • ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება 3+3 ფორმულით, თუ სამი თვის შემდეგ შემსყიდველს და მომწოდებელს არ ექნებათ ურთიერთპრეტენზიები, ხელშეკრულების პირობების შესრულებასა და საწვავის ხარისხთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2018 წლის მაისის ბოლომდე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით პდფ. ფორმატში ქვემოთ მითითებულ ელ. მისამართზე: e.kiria@gaalloys.com 

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ოქტომბერი.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, ფოტოები და მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gaalloys.com 

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი ყველა ინფორმაციას.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი