ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T308 - ტენდერი სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • 1. 1 ერთეული სავიზიტო ბარათი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.

მოწოდების ვადები:

  • თუ შეკვეთის რაოდენობა არ აღემატება 1000 ერთეულს დღეში, მაშინ მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან 1 დღის განმავლობაში
  • თუ შეკვეთის რაოდენობა აღემატება 1000 ერთეულს, მაშინ მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან 3-4 დღის განმავლობაში.


სავიზიტო ბარათის დეტალური სპეციფიკაცია:

  • ზომა: 85X55 მმ.
  • ორმხრივი ბეჭდვა - სრულფერიანი
  • ქაღალდი: 300 გრამიანი, Ecolabel
  • გლუვი ზედაპირით (Finesse Silk)
  • ცვალებადი დიზაინით (შემსრულებელი ასრულებს დიზაინის მომსახურებას დამკვეთთან შეთანხმებით)


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 30 იანვრამდე ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად მოწოდების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სავიზიტო ბარათების შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=346&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".