ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T314 - ტენდერი UPS-ების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალოზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-დან მინიჭებული გვაქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და აფრიკის განვითარებადი ეკონომიკის მქონე 21 ქვეყანასა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია) და მის საქმიანობას გერმანიის ცენტრალური ბანკი და საბანკო ზედამხედველობის ორგანო (BaFin) არეგულირებს 

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს UPS-ების მომსახურების შესყიდვაზე 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები
  • სააპლიკაციო ფორმა


დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • დეტალური ინფორმაცია ფასების შესახებ სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • მოწოდების პირობები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში)


*** გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ CD დისკზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია 

*** ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით 

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) 

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში 


გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ხარჯების კონტროლის განყოფილება)
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 04 თებერვალი 2015 წ. (18:00 საათამდე) 

ტენდერის/ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ: 

თეიმურაზ თანდილაშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1564) E-mail: t.tandilashvili@procreditbank.ge 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

მამუკა ტაბიძე
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1572) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ