ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3147 - ტენდერი მინერალური წყლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს მინერალური წყლების შესყიდვაზე.

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • I ეტაპი - საკვალიფიკაციო ეტაპი ელექტრონული პორტალი www.tenders.ge -ს საშუალებით - RFI (Request for Information)
  • II ეტაპი - ტენდერი ეიპიემ ტერმინალს ფოთის ელექტრონული პორტალი „არიბა“-ს საშუალებით - RFP (Request for Proposal)

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს წყლის ჩამოსასხმელი არანაკლებ 80 აპარატი (დისპენსერები), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
  • სასმელი წყლის მიმწოდებელი დისპენსერების მიწოდება (უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში) მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა.
    მოთხოვნილი საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი ან და ზეპირი მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
  • შესასყიდი საქონლის მოცულობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება;
  • მინერალური წყლის მიწოდება უნდა მოხდეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცენტრალურ საწყობში, მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა #52.
  • წყლის წარმოება სერთიფიცირებული უნდა იყოს ISO სტანდარტების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის საიდენთიფიკაციო კოდი;
  • ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო პირი - სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესების შემთხვევაში პირველი პუნქტით (საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია) უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, არაუგვიანეს 2017 წლის, 17 ნოემბრის 17:00 საათისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო შონია
ტელ.: 599 887546
მეილი: nino.shonia@apmterminals.com 

თინათინ ლორთქიფანიძე
ტელ.: 599 990778
მეილი: lortkipanidzetinatin@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 15900000 სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
  • 41100000 ბუნებრივი წყალი