ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T329 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე. 

საქონლის დასახელება:

  • 1 კვ.მ. ალუმინის ჰორიზონტარული ჟალუზი
  • 1 კვ.მ. ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი
  • 1 კვ.მ. როლეტის ტიპის ფარდა-ჟალუზი
  • ტრანსპორტირება 100 კმ.-ზე მეტ მანძილზე (მაქს. 500 კმ.)


დამატებითი მოთხოვნები: 

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და დარიცხვას (100 კმ.-მდე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით). 

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს ფარდა-ჟალუზების მიწოდება-მონტაჟი. 

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები ბანკის სათაო ოფისში გენადი აფციაურთან (საკონტაქტო ნომერი - 595 599030) ტენდერის დასრულებამდე 1 დღით ადრე


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 29 იანვრიდან – 2015 წლის 10 თებერვლის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს. ტელ: 2 444 444 (4121), მობ: 595 599 030
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 თებერვალი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 

ბმული საქართველოს ბანკის ფარდა ჟალუზის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=353&lang=geo 

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".