ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3360 - ტენდერი ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე.

# საქონლის დასახელება/აღწერა რაოდენობა ფასი
1 ჩანთა 12000  


A4 ჩანთა:

  • მასალა – ტილოს ნაჭერი
  • ფერი- მუქი ლურჯი
  • ჩანთის ზომა – 37*32სმ
  • სახელურის ზომა - 67*3 სმ
  • ბრენდირება - ლოგოს ზომა- 8*4
  • ლოგოს დატანის წესი- თერმულად , პრიალა ოქროსფერი და ჩვეულებრივი თეთრი
  • რაოდენობა – 12,000 ცალი

სატენდერო აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:

  • ნიმუშს (მიბმული ფოტოს მიხედვით), მის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება. ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს მისამართზე : თბილისი. გაგარინის ქ. 29ა , საქართველოს ბანკის სათაო ოფისი თეონა ფიცხელაურის სახელზე 17.01.2018-მდე;
  • შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას
  • ფასში უნდა შედიოდეს ყველა შესაბამისი გადასახადი (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს)

პროცედურა

  • ნიმუშებისა და აპლიკაციების მიღება იწარმოოს 17.01.2018-მდე

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
  • მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თეონა ფიცხელაურს - 577524235

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=837&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები