ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3362 - ტენდერი მონეტების სათვლელი მანქანების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონეტების სათვლელი მანქანების შესყიდვაზე.

ტექნიკური მახასიათებლები

  • მონეტების სათვლელი მანქანა – 30 ცალი

მოთხოვნები:

  • სასურველი მოდელი - Scan coin 303;
  • თვლის სიჩქარე მინიმუმ 1800 მონ/წთ;
  • მიმწოდებელი მოწყობილობა უნდა იტევდეს მინიმუმ 1000 მონეტას;
  • მიმღები მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ნამდვილი და საეჭვო კატეგორიის ჯიბეებისაგან;
  • თვლა უნდა ხორციელდებოდეს ერთი ნომინალის არჩევით მექანიკური გადასართავების მეშვეობით;
  • თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
  • წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
  • კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
  • 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, დეტალური აღწერის მიხედვით: პუნქტი N1 - მიეთითება მონეტების სათვლელი მანქანის
    ღირებულება, პუნქტი N2 - ფულის სათვლელი აპარატის;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულების დღეს (14:00 საათიდან).

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ლადო სიჭინავას - 599 74 00 41

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=839&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა