ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3364 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფარდა-ჟალუზების შესყიდვა-მომსახურებაზე.

შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და დარიცხვას (100 კმ.-მდე ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით);

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს ფარდა-ჟალუზების მიწოდება-მონტაჟი;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები ბანკის სათაო ოფისში გენადი აფციაურთან (საკონტაქტო ნომერი - 595 599030) ტენდერის დასრულებამდე 1 დღით ადრე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გიორგი ბუქურს - 599565992

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=841&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები