ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2018, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3386 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე 17/01-GIEC-P/UNI-18

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1: სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა - 165 კომპლექტი;
  • ლოტი N2: სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა - 165 წყვილი;

დართულ ფაილში, გთხოვთ იხილოთ: შესყიდვის სპეციფიკაცია თითოეული ლოტისათვის

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (ბრენდირების გარეშე);
    - შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
    - ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 იანვრის 15:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18800000 ფეხსაცმელი