ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3387 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.

# დასახელება რაოდენობა ერთი შეკვრის ფასი
1 A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#1 აღწერის მიხედვით) 90 000 შეკვრა (ანუ 18000 ყუთი)  
2 A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#2 აღწერის მიხედვით) 90 000 შეკვრა (ანუ 18000 ყუთი)  


შენიშვნა: 
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

#1 შესასყიდი ქაღალდის აღწერა

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: 80 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 104 – 110 µm
  • გაუმჭვირვალობა: >94%
  • სიკაშკაშე: 101 – 104%
  • სითეთრე CIE: 155 – 158;

#2 შესასყიდი ქაღალდის აღწერა

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: 75 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 102 µm
  • გაუმჭვირვალობა: >93%
  • სიკაშკაშე: 103%
  • სითეთრე CIE: 148;

სხვა პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 3 ეტაპად:
    - I ეტაპი - 2018 წლის 5 თებერვალი - 30 000 შეკვრა;
    - II ეტაპი - 2018 წლის 5 აპრილი - 30 000 შეკვრა;
    - III ეტაპი - 2018 წლის 5 ივნისი - 30 000 შეკვრა;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მიწოდებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ლადო სიჭინავას სახელზე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge 
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 74 00 41 - ლადო სიჭინავა

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=843&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა