Tenders.ge
RMG Gold

მოწვევა კონტრაქტორის შერჩევაზე სპეცტანსაცმლის შესასყიდად


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

Rich Metals Group იწვევს კონტრაქტორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე.

  • მომსახურების საგანი - სპეცტანსაცმლის შესყიდვა
  • სამუშაოთა მოცულობა: დეტალური აღწერა იხილეთ დანართში #3
  • მონაწილე კომპანიის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 30.01.2018
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 09.02.2018

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • 1-ლი პაკეტი: ინფორმაცია მონაწილე კომპანიის იურიდიული სტატუსის შესახებ (დანართი # 2)
  • მე-2 პაკეტი: –კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • კომერციული წინადადება:
  • ენა : ქართული, რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პროდუქციის მოწოდების ვადა და პირობები
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • გადახდის პირობები (სასურველია გადახდა განხორციელდეს მომსახურების შესრულების შემდეგ (45-60 დღიანი კონსიგნაცია);
  • მომსახურების ღირებულება;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (გარდა მონაწილის იურიდიული სტატუსისა და დასადგენად საჭირო დოკუმენტაციისა)

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
TO- LPirveli@richmetalsgroup.com 
CC- ALitvinenko@richmetalsgroup.com  ZDzagnidze@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორი:
ანდრეი ლიტვინენკო
Т +995 591 073 110.

მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686 მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
სატენდერო დოკუმენტაცია