ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T353 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე.

შესასყიდი საქონლის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში);

საგარანტიო მომსახურება (გარანტია 1 წელი).

UPS (უწყვეტი კვების წყარო) უნდა იყოს გარე აკუმულატორთან თავსებადი (მონტაჟი).

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 9 თებერვლიდან – 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავთანდილ სალუქვაძეს - ტელ: 2 444 444 (4252); მობ: (577) 740283;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 

ტენდერის ბმული საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=367&lang=geo