ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T358 - სერვერების და ქსელური ტექნიკის შეძენა

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სერვერების და ქსელური ტექნიკის შეძენაზე;

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ორ ლოტად ფაილში მითითებული სპეციფიკაციების მიხედვით.

პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • საგარანტიო ვადები და პირობები
  • მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 19 თებერვალი, 2015 წ. საღამოს 5 საათი

ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(სერვერების შეძენაზე).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ