ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3625 - ტენდერი საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის #14/03-GIG-P-FUEL-17

კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
  • შპს „მტკვარი ენერჯი“;
  • შპს „ნეოგაზი“;
  • შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა;
  • შპს „ჯორჯიან ბაზალტი“;
  • შპს „საქინვესტი“.

საწვავის გეგმიური მოხმარება 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიხედვით წარმოდგენილია: დანართი N1-ში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საწვავის თითოეული ტიპისათვის. სასურველია წინადადება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სამი სახით:
    - კომეციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (ლარში) თითოეული პოზიციისთვის 1 ლიტრ საწვავზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
    - კომერციული წინადადება შევსებული დანართი N3-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (პროცენტული) თითოეული პოზიციისთვის 1 ლიტრ საწვავზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
    - კომერციული წინადადება წარმოდგენილი დანართი N4-ის შესაბამისად. (ფასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N4-ში მითითებული ფორმულის შესაბამისი მნიშვნელობები);
  • შემოთავაზებული პროდუქციის ბოლო 6 თვის ფასების სტატისტიკა;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;
  • ინფორმაცია ავტო გასამართი სადგურების შესახებ. (რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება).

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი და დასახელება;
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 22 მარტს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი
  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები