ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T363 - ტენდერი დერივაციული გვირაბის გაფართოებასა და გამაგრებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის  მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის განივი კვეთის გაფართოებაზე და დროებითი გამაგრების მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვაზე.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 03.03.2015
  • ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
  • ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
    ა. ტექნიკური დავალება;
    ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი:  1490-27-99 -TX

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით; 
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
  • ჩასატარებელი სამუსაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით:
    ა. ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
    ბ. ანკერებისთვის მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
    გ. ანკერების მონტაჟის და მისი გამოცდის ტექნოლოგია;
    დ. გვირაბის შიგა ზედაპირზე ლითონის ბადის მონტაჟის ტექნოლოგია;
    ე. გვირაბის შიგა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
    ვ. ნაშხეფ-ბეტონის ნარევისათვის გამოსაყენებელი მასალების ფრაქციები, ნარევის დამზადების და
       ტრანსპორტირების მეთოდი და ტექნოლოგია;
    ზ. ნაშხეფ-ბეტონის ნარევის სისქის კონტროლის  და  ლაბორატორიული  გამოცდის მეთოდი;
    თ. სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
    ი. სამუშაოთა წარმოების გრაფიკი ტექნოლოგიური ციკლების გათვალისწინებით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 თებერვალი 18:00.

ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ