ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T364 - ტენდერი ლითონის ესტაკადის დემონტაჟსა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის გამოსასვლელი პორტალის მიმდებარე ტერიტორიაზე  TBM-ის ასაწყობი ლითონის ესტაკადის ბოლო მალის სვეტების, ამწისქვეშა კოჭების და განივების დემონტაჟის და  მონტაჟის სამუშაოებზე.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 26.02.2015 წ.
  • ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
  • ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
    ა. ტექნიკური დავალება;
    ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი: 1490-17 -21-КМ

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
  • ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით:
    ა. სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
    ბ. სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი 18:00.

ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ