ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T366 - კონკურსი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე

კონკურსის აღწერილობა:

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა (აპარატის მოხელეთა და მათი ოჯახის წევრების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველსაყოფად.

საკონკურსო პირობები:

  • "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მოსამართლეთა დაზღვევა დაფინასდება ვაუჩერული სისტემით.
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღევის ხანგრძლივობა 1 წელი.
  • 1 თვის ვაუჩერის ნომინალური ღირებულება 70 ლარი.
  • კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია.
  • კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დაზღვევას მაღალი ხარისხითა და ეფექტური მომსახურების პირობებით.
  • საკონკურსო წინადადებები საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდება 10 ბალიანი სისტემით. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველ კომპანიას უნდა გააჩნდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი პროვაიდერი კლინიკები, რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ზე ნაკლები. (მოთხოვნის შემთხვევაში, შერჩევითი პრინციპით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთ ან რამდენიმე პროვაიდერ კლინიასთან გაფომებული ხელშეკრულება)
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ კომპანიას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგიონალური ცენტრების მასშტაბით უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი ოჯახის ექიმი, ხოლო თბილისში მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 5 - ზე ნაკლები. სავალდებულოა ოჯახის ექიმი მუშაობდეს შაბათ დღეს. სასურველია ვიზიტი შესაძლებელი იყოს ასევე კვირას, დღის პირველ ნახევარში.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მომსახურების მაღალი სტანდარტის დამადასტურებელი წინადადებები (მათ შორის ონლაინ კონსულტაციის, დაზღვეულის მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების 500 ლარამდე ხელზე ანაზღაურება და სხვა წინადედებები) რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი ხარისხით მიღებას.
5. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს რამდენიმე საკონკურსო წინადადება, საკონკურსო მოცემულობაში წარმოდგენილი სადაზღვევო პაკეტებს ფასისა და ხარისხის მიხედვით, შემდგომში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი შემოთავაზებები:

  • საოჯახო პაკეტი ორ პირზე და საოჯახო პაკეტი სამ და მეტ პირზე;
  • სავალდებულოა პრეტედენტმა წარმოადგინოს სადაზღვევო პაკეტი, რომელიც იქნება 100% -იანი დაფარვით, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, რომლის ნომინალური ღირებულება იქნება 70 ლარი;
  • სტომატოლოგია (თავისუფალი არჩევანი);
  • გაწეული სამედიცინო ხარჯების 500 ლარამდე ხელზე ანაზღაურება.

6. საერთო სასამართლოების აპარატის თანამშრომლების სურვილის და შესაძლებლობების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მათი დაზღვევა გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანალოგიური პირობებით. აღნიშნულ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიას გადაიხდის დაზღვეული პირი. ასევე სადაზღვევო კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი სადაზღვევო პაკეტები განსხვავებული სადაზღვევო პრემიის თანხებით.
7. წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი.
8. საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დახურული კონვერტის სახით. წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.
9. ანგარისსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს.
10. დაზღვევა ერთნაირად ვრცელდება თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მეუღლესა და შვილებზე.
11. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ვაუჩერის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი. ინდივიდუალური ვაჩეურის ნომინალური ღირებულება 70 ლარი.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

საკონკურსო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 თებერვალი, 12 :00 სთ.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 16 თებერვალს 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32, დალუქული კონვერტებით, რომელზეც მიეთითება პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის და საკონტაქტო პირის სახელი და გვარი. საკონკურსო კომისია შერჩევის დროს გაითვალისწინებს მაღალ პროფესიონალიზმს და შეფასების კრიტერიუმებს, ასევე ნებისმიერ სხვა გარემოებებს, რომელსაც ის რელევანტურად ჩათვლის. საკონკურსო კომისიას აქვს გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია.

კონკურსში გამარჯვებულის დასახელება მოხდება 2015 წლის არაუგვიანეს 17 თებერვლისა.

საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეთ კონკურსის ხელმძღვანელს მაგდა ხამხაძეს მობ: 577283311

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ