ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3740 - ტენდერი ლიფტების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გაგარინის 29ა-ში მდებარე ლიფტების მომსახურებაზე.

# საქონლის დასახელება/აღწერა ერთი თვის მომსახურების ფიქსირებული ფასი
1 ლიფტებისა და ესკალატორების მომსახურება  


დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • მომწოდებელმა ვებგვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.
  • ბანკის სათაო ოფისში მდებარეობს 5 ცალი ოტისის ლიფტი, 2 ცალი ოტისის ესკალატორი და 1 ცალი ლიფტი შშმ პირებისთვის.
  • პრეტენდენტებმა უნდა დააფიქსირონ ყოველთიური, ფიქსირებული მომსახურების საფასური..
  • მომსახურება უნდა მოიცავდეს ყოველ შაბათ-კვირას გეგმიურ შემოწმებასა და სერვისს..
  • გეგმიურ შემოწმება სერვისი უნდა მოიცავდეს ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას და გამართვას (დამატებითი ოფციების შეყვანა ან გაუქმება)
  • მომსახურება უნდა მოიცავდეს გეგმიური ინსპექტირების დროს ლიფტების და ესკალატორების ტექნიკურ საგამოცდო სამუშაოებში ჩართვას.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1 გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით - 555 590622 შოთა უროტაძე

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=884&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება