ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3753 - მოწვევა კონტრაქტორის შერჩევაზე საკანალიზაციო ჭების გაწმენდის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს კონკურსს საკანალიზაციო ჭების გაწმენდის სამუშაოებზე.

  • მომსახურების საგანი - საკანალიზაციო ჭების გაწმენდის სამუშაოები
  • შესასრულებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია - იხ. დანართი No 2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 20.04.2018

სამუშაოების შესრულების ადგილი : ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ერთი ჭის გაწმენდის ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით
    კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
    TO- LPirveli@richmetalsgroup.com  CC- ZDzagnidze@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე: ზურა ძაგნიძე
Т +995 599 12 86 86

მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები