ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3767 - ტენდერი ბეჭდების, შტამპების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბეჭდების, შტამპების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.

დასახელება/აღწერა ფასი დანართის მიხედვით (ჯამი)
იხ. დანართი  

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 13 აპრილიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და დანართი 1-ის ჯამი მიუთითეთ პროდუქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება, აუცილებლად უნდა მიეთითოს ფასები შესაბამისი ზომების ჭრილში, მომწოდებელმა შემოთავაზებაში დამატებით უნდა მიუთითონ ყველა ტიპის და ზომის ბეჭედი და შტამპი, ასევე დამთარიღებლები და სათადარიგო ბალიშები შესაბამისი ფასებით, რასაც ამზადებენ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ავთანდილ ჯაფარიძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4626)
მობ.:(+995 599) 79 09 09
ელ-ფოსტა: ajapharidze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=885&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა