ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T377 - ტენდერი თვითლუქვადი სალომბარდე პარკების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს თვითლუქვადი სალომბარდე პარკების შეძენაზე

შესასყიდი ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები:

  • სალომბარდე თვითლუქვადი პარკი 180x120 (მმ) მაღალი სიმყარის 3 ფენიანი პოლიეთილენი, სისქე: 70/85 მკმ - რაოდენობა: 700,000 ც.
  • სალომბარდე პარკზე დაბეჭდილი უნდა იყოს კომპანიის ლოგო, შტრიხ კოდი და ნუმერაცია (იხ. ნიმუში თანდართულ ფაილში)
  • პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება

პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 27 თებერვალი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: სს ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები  მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სალომბარდე პარკების შეძენაზე).

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

გოჩა კუპრაძე
ტელ: 595 90 40 92
ელ-ფოსტა: gocha.kupradze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ