ჩაბარების ვადა:

21 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3892 - ტენდერი ალაოს გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით: # EF-GE /387
  • დანიშნულება : ალაოს გაყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • გასაყიდი მეორადი საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი სატენდერო აღწერილობა;

დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com  უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი.
  • დაწნეხილი ქილა, პლასტმასის ბოთლი და პრეფორმა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • მუყაოს ნაჭრები და მეორადი მუყაო წამოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • პლასტიკის მეორადი ბალონების ყველა სახეობა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • დამტვრეული და უვარგისი პალეტები წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • საქონლის სხვა დანარჩენი სახეობები შესაძლებელია გაიყიდოს ცალცალკე.
  • ტენდერის განაცხადი შეიძლება გაკეთდეს საქონლის როგორც ერთ, ისე რამდენიმე ჯგუფზე.
  • მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • განაცხადის მიღება იწყება 16.05.2018 17:00
  • განაცხადის მიღება მთავრდება 21.05.2018 18:00 

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში შაბათ-კვირის გარდა:
ნათია ვაშაძე
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
მობ: 577188845
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები