ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3913 - ტენდერი სახელმძღვანელოს: „შრომითი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო საქმიანობაში„ თარგმნაზე გერმანულიდან ქართულ ენაზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების სფეროში.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 30.05.2018 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში.

1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ გერმანულ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერი დასახელება: სახელმძღვანელოს: „შრომითი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო საქმიანობაში„ თარგმნა გერმანულიდან ქართულ ენაზე: (დაახლოებით 450 გვერდი)
    ტენდერში მონაწილეობისთვის ვიწვევთ კერძო თარჯიმნებს და არა სათარჯიმნო ფირმებს.
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • გთხოვთ, შემოთავაზებაზე დაიტანოთ თარიღი და ხელმოწერა

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 16.2179.6 -001.00 და
აგრეთვე ტენდერის ნომერი 83289572

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს (anna.chkheidze@giz.de )

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 05.06.2018 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები