ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3934 - ტენდერი ინდუსტრიული სამაცივრე დანადგარის შესყიდვასა და დამონტაჟებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "დიდუბის მარკეტი" აცხადებს ტენდერს ინდუსტრიული სამაცივრე დანადგარის შესყიდვასა და დამონტაჟებაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • პროდუქციის მიწოდებისა და სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, აგლაძის ქუჩა N32;
  • გასაგრილებელი ოთახის მოცულობა: 180 მ3;
    - დანადგარის ტექნიკური სპეციფიკაცია:
    - დანადგარი, -16 გრადუსიდან -25 გრადუსის ჩათვლით – 1 ცალი.(სპლიტ ტიპის, ინვენტორული)
    - დანადგარი უნდა იყოს ევროპული წარმოების, ან ევროპული წარმოების ნაწილებით დაკომპლექტებული.
  • ავტომატური დისტანციური მართვის სისტემა მაცივრის კონტროლისა და მონიტორინგისთვის.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა წინადადება უნდა წარმოადგინოს შემდეგი პირობების თანახმად:

დეტალური კომერციული წინადადება:

  • შემოთავაზებული პროდუქციის მიწოდებისა და მონტაჟის ფასი:
    - კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში, ამერიკულ დოლარში, ან ევროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • წინადადება უნდა მოიცავდეს ყველანაირ დანახარჯს რაც შეიძლება წარმოიქმნას სამუშაოების განხორციელების დროს და არ უნდა ექვემდებარებოდეს გაზრდას;
  • წინადადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გადახდის პირობებისა და ვადების შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზად უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენისათვის მოთხოვნილ თანხაზე.

შემოთავაზებული დანადგარისა და სამონტაჟო მასალების დეტალური ტექნიკური აღწერილობა:

  • ინფორმაცია დანადგარის ენერგო ეფექტურობის შესახებ (გთხოვთ, მიუთითოთ ენერგოეფექტურობის კლასი);
  • ენერგო ეფექტურობის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, რომლებიც გაცემულია კვალიფიციური მასერთიფიცირებელი ორგანიზაციის ან ასოციაციის მიერ (EU ან CE);
  • ინფორმაცია დანადგარის სამუშაო რესურსის შესახებ (მუშა საათი);
  • დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ; (დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები)

ცნობა ანალოგიური გამოცდილების შესახებ:

  • მსგავსი შესრულებული პროექტები საქართველოში;

დანადგარის მიწოდებისა და მონტაჟის ვადა;

აუცილებელი მოთხოვნა: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სერვისის განხორციელების საშუალება საქართველოში.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია შესაძლებელია დალუქული კონვერტების საშუალებით არაუგვიანეს 08.06.2018 12:00 საათამდე მისამართზე:
შესყიდვების დეპარტამენტი
ვასილ მაისურაძე
ელ. ფოსტა: v_maisuradze@gig.ge 
ტელ: +995 551 11 22 22
საქართველო, თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, 0177, ჯი-აი-ჯიპლაზა

ვადის ამოწურვის შემდგომ წინადადებები არ მიიღება
პრეტენდენტმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს წინადადების მომზადებისა და წარმოდგენის ყველანარი ხარჯი. ტენდერის შედეგების (ტენდერის გაუქმების ჩათვლით) მიუხედავად კლიენტი არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე მსგავს ხარჯზე.

წინადადების მიღება კლიენტს არ აკისრებს არანაირ პასუხისმგებლობას. ტექნიკური დავალება და სხვა მოთხოვნები შესაძლოა შეიცვალოს ტენდერის მიმდინარეობის პროცესში. ამ შემთხვვევაში პრეტენდენტები მიიღებენ ინფორმაციას შემდგომი მოქმედებების შესახებ. საკუთარი შეხედულებისამებრ კლიენტი უფლებამოსილია რომ შეცვალოს ან გააუქმოს ტენდერი ნებისმიერი მიზეზის გამო.

ტენდერის მიმდინარეობის დროს პრეტენდენტებს შეუძლიათ მიმართონ კლიენტს რათა მიიღონ ახსნა-განმარტება:
ტექნიკური საკითხები: 
ლევან კაკოიშვილი 
ელ. ფოსტა: l_kakoishvili@saqinvesti.ge 
ტელ: 599 26 32 22 

სატენდერო დოკუმენტაცია:
ვასილ მაისურაძე
ელ. ფოსტა: v_maisuradze@gig.ge 
ტელ: 551 11 22 22

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შპს დიდუბის მარკეტსა და საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფზე, გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.gig.ge .

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები