ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T399 - ავტომანქანებზე ნავიგაციის სისტემის მონტაჟის ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

შპს G&A Group აცხადებს ტენდერს 19 ერთეულ ავტომანქანაზე ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემის (GPS ან ექვივალენტი) დამონტაჟება და შესაბამისი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითიეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონლის ნიმუში.

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 13 მარტი, 2015 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: შპს G&A Group დ.თავდადებულის N 29 თბილისი 0131.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ აღნიშნულ მისამართზე დალუქულ კონვერტში ან გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:

დავით ბაძაღუა - ტელ: 577 76 00 44;

dato@gagroup.com.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ