ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4014 - ტენდერი კონდენციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე.

# დასახელება ფასი
1 კონდიციონერების შესყიდვა + თანმდევი მომსახურება (მიუთითეთ დანართში ცხრილი N1-ჯამური ფასი)  
2 ფილიალების გათბობა გაგრილების სისტემის სერვისი (მიუთითეთ დანართში ცხრილი N2-ჯამური ფასი)  
3 გაგარინის 29 ა (სათაო) მომსახურება (მიუთითეთ დანართში ცხრილი N3-ჯამური ფასი)  
4 შარტავას 77 (ITower) მომსახურება (მიუთითეთ დანართში ცხრილი N4-ის ჯამური ფასი)  


შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • სტანდარტულზე ზევით მაგისტრალის დაგრძელება 1 გრძივი მეტრის ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო მასალა: შესაბამისი კვეთის სპილენძის მილები, სადრენაჟე მილი, შესაბამისი ელექტრო კაბელი, საიზოლაციო მასალა და ა.შ;
  • ფასი უნდა მოიცავდეს თბილისის, მცხეთის და რუსთავის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას;
  • საგარანტიო მომსახურება 1 წელი;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის, პროდუქტი #2-ის და პროდუქტი #3-ის გასწვრივ ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 565992 - გიორგი ბუქური

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივნისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=905&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა