ჩაბარების ვადა:

2 ივლისი 2018, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T4020 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ცეცხლმაქრების შესყიდვაზე 21/06-GIG-P/FIREEX-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

# ცეცხლმაქრი ჯამური რაოდენობა
1 ფხვნილოვანი ABC-6 კგ 266
2 ფხვნილოვანი ABC-9 კგ 48
3 ფხვნილოვანი ABC-50 კგ 17


შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 5 წლისა. (გამოუყენებლობის შემთხვევაში ცეცხლმაქრს არ უნდა დაჭირდეს გადამუხტვა ამ პერიოდის განმავლობაში);
    - წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება გარანტია;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • საკონტაქტო პირი ცეცხლმაქრებთან დაკავშირებით: ვახტანგ ჭეიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 597 46 55 55.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 2 ივლისი, 15:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები