Tenders.ge
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

ფასთა გამოკითხვა ელექტროობა-სუსტი დენების ქსელისა და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ელექტროობა-სუსტი დენების ქსელის და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე და ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დაინტერესებულ პირებს.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N7ა-ში ს/კ 01.19.22.007.030 მდებარე ობიექტზე ელექტროობა-სუსტი დენების ქსელის და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება
  • ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი მომსახურება დაბალ ფასებში.

დეტალური ინფორმაცია და ტექნიკური დავალება მომსახურების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N7ა
  • მიწოდების ვადა - იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე.

შე ნ ი შ ვ ნ ა:

წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ მომსახურების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივლისისა 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ წერილობით ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@gmail.com  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 32 2 22 65 33

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება