ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T407 - ტენდერი ქიმწმენდის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქიმწმენდის მომსახურებაზე თბილისსა და ბათუმში;

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).  
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს ორივე რეგიონის ფასებს ცალ–ცალკე;
  • მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ თითოეული ფორმის ქიმწმენდისთვის ფიქსირებული ღირებულება. მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, გაწეული მომსახურების შესაბამისად. ბანკის თანამშრობელი, თვის განმავლობაში ორზე მეტჯერ ქიმწმენდის მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ყოველი დამატებით გაწეული მომსახურებისთვის მოახდენს ნაღდ ანგარიშსწორებას სატენდერო ფასის ფარგლებში, როგორც ფიზიკური პირი.

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 25 თებერვლიდან – 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში პუნქტი #1–ის პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 6 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ქიმწმენდის მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=376&lang=geo