ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T414 - ტენდერი შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა” აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ., N16-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.15.022.037), #01/5 შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე.

სამუშაოთა წარმოება ობიექტზე უნდა განხორციელდეს – ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ., N16-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.15.022.037), #01/5 შენობა-ნაგებობაში არსებული კლინიკ(ებ)ის ფუნქციონირების შეუფერხებლად.

სარემონტო–საამშენებლო სამუშაოთა მოცულობები, სატენდერო წინადადებაში გასათვალისწინებელი საკითხები, მასალების ნუსხა მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართ №1–ში;

სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს. დოკუმენტაციის გადმოცემა განხორციელდება პრეტენდენტთან კონფიდენციალობის შეთანხმების გაფორმების შემდგომ;

ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2–ში;

პროექტის დათვალიერებისა და მიღებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირებს. დაინტერესებულ პირს პროექტი გადაეცემა კონფიდენციალობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი);
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;*
  • საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა (სამუშაოთა შესრულება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, აღნიშნულ შენობა–ნაგებობაში არსებული კლინიკ(ებ)ის ფუნქციონირების შეუფერხებლად);
  • სამუშაოთა შესრულების ტექნიკა.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი/დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართი №3–ის სახით;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო წინადადების უზრუნველსაყოფად პრეტედენტებს მოეთხოვებათ კომერციული ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენა, 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ მისი წარმოდგენიდან ერთი თვე. პრეტენდენტის მიერ საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა არის მისი დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული დამკვეთის მიერ ბოლო 1 (ერთი) თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიისა, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

 წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თუ სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

შპს “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა” –ის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო ნომერი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის 05 მარტიდან 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №148/2. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა), ხოლო 19 მარტს 15:00 საათამდე.

ვაჭრობის ეტაპის გამართვის თარიღისა და ტენდერის შედეგების თაობაზე დამატებით ეცნობებათ პრეტენდენტებს. ვაჭრობის ეტაპი გაიმართება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №148/2. 

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16, საკონტაქტო პირები - ვახტანგ ჭყოიძე, ტელ: 577 27 47 00, ელ. ფოსტა: vakhtang.chkoidze@aversi.ge, გოდერძი გვერდწითელი, 599 969848.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ